ახალი ამბები
ქუთაისში კენჭისყრის პროცესზე 18 საჩივარი დაიწერა
FaceBook
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის დროს 18 საჩივარია შესული.
როგორც კომისიაში აცხადებენ, მათი უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

უბნებზე საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დაწერეს. 

ქუთაისის  თითქმის 130-ივე საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების"  კოორდინატორები სიების მიხედვით აკონტროლებდნენ პარტიის მხარდამჭერთა უბანზე მისვლას, რას საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დარღვევად არ ითვლება. სამაგიეროდ, ნაცემია ,,ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი და მომხდარზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო.
ქუთაისში, საკუთარი არჩევანი საერთო ამომრჩევლის 47,62%-მა დააფიქსირა, რაც რაოდენობრივად 73 813 -ს შეადგენს. 

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. იქედან, 7 სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10-ე მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც ჩატარდა.


ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი

Print