ახალი ამბები
ამომრჩეველთა აქტივობა იმაზე მაღალია, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო - ცესკო
FaceBook

1 970 540 -  ეს გახლავთ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.


აღნიშნულის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქალაძემ განაცხადა.


სხვანაირად რომ ვთქვათ არჩევნებში მონაწილეობა  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 56.11 %- მა მიიღო.

ეს მონაცემები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობაზე მეტია, მაშინ  არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-მა მიიღო.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სის ტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატმა იბრძოლა, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.

Print
თეგები: #არჩევნები 2020