ახალი ამბები
„მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად „ქართული ოცნება“ ლიდერობს
FaceBook

ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს “მთავარი არხიც”.


მთავარი არხის დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა.

შედეგები ასე განაწილდა

“ქართული ოცნება” – 41%; 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 33%;

“ევროპული საქართველო” – 5%;

“ლელო” – 4%;

“გირჩი” – 3%

“სტრატეგია აღმაშენებლი” – 3%

“ლეიბორისტული პარტია” – 2%;

“პატრიოტთა ალიანსი” – 2%

ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;

“მოქალაქეები” – ალეკო ელისაშვილი – 1%

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლი ასევე სამმა ტელეკომპანიამ ჩაატარა.

მათ შორის, ტელეკომპანია "იმედმაც", რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" ლიდერებს.

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი - მაჟორიტარები.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი. 
Print