ახალი ამბები
ქუთაისში "ქართული ოცნების" აქტივისტები გამარჯვებას ზეიმობენ
FaceBook
ქუთაისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები და მხარდამჭერები  გამარჯვებას უკვე ზეიმობენ.
ისინი ეგზიტპოლის შედეგებს, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნება" ლიდერებს, ფოიერვერკით შეხვდნენ.

ამერიკულმა ორგანიზაციამ, Public Opinion Strategies-მა ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები  მიხედვით "ქართული ოცნება" ლიდერობს. 

ორგანიზაციის მიხედვით, მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედეგებს.

იგი ორგანიზაციამ ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით შეასრულა.

პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, ჯამში, 120 ადგილს დაიკავებენ, 30 ადგილს კი - მაჟორიტარები.

ეგზიტპოლი არის გამოკითხვა, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობის გარეთ ტარდება.

საქართველოში ეგზიტპოლის გამოქვეყნება მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის მერეა შესაძლებელი.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.
Print