ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბნები დაიხურა
FaceBook
2020 წლის პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.
ქუთაისში საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. 

ქალაქში ხმის მიცემის პროცედურებმა მცირე ინციდენტის ფონზე ჩაიარა. ნაცემია ,,ლეიბორისტული პარტიის" მერობის კანდიდატი და მომხდარზე გამოძინება შსს-მ უკვე დაიწყო.

საოლქო საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა, რაზედაც  15  საჩივარი შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ქუთაისში 18:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა % მივიდა, რაც .... ამომრჩეველს შეადგენს.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. იქედან, 7 სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.

Print