ახალი ამბები
ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 47 ათას 657 ადამიანმა გააკეთა
FaceBook
ქუთაისში 15:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 47 ათას 657 ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯმდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის განმარტებით, საარჩევნო უბანზე  47 657 ამომრჩეველი გამოცხადდა.

"ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 30,74 % გამოცხადდა'', - ამბობს გელა თუთბერიძე.



ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა ეს აქტივობა 2 % - ით მეტია პარლამენტის წინა არჩევნებთან შედარებით.

რაც შეეხება საჩივრებს, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 საჩივარია შესული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. 

ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.

Print