ახალი ამბები
წყალტუბოს სოფელში "ოცნების" კოორდინატორები ამომრჩევლებს სიით იბარებენ
FaceBook
წყალტუბოს სოფელ, ტყაჩირში საარჩევნო უბანთან  "ქართული ოცნების" აქტივისტები პარტიის მხარდამჭერების მისვლას სიებით აკონტროლებენ.
ისინი  სახელის და გვარის მიხედვით პლიუსით აღნიშნავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღეს.



უცნობი პირები ასევე სიებით დგანან ქუთაისის თითქმის 130-ივე საარჩევნო უბანთან. ზოგიერთი მათგანი ,,ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების" კოორდინატორია, ზოგიერთი კი ამბობს, რომ უბრალოდ ამომრჩეველია და საკუთარი სურვილით აკვირდებაარჩევნებს. 

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.

Print