ახალი ამბები
ქუთაისში საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს ყუთების ლუქი დაეკარგათ
FaceBook
ქუთაისის N 76 - ე საარჩევნო უბანზე ყუთების ლუქის დაკარგვის გამო, კენჭისყრის პროცედურა შეაფერხა


როგორც უბანზე მყოფი დამკვირვებელი ,,ქუთაისიპოსტთან" აცხადებს, კომისიის წევრებმა არ იციან რა ვითარებაში დაიკარგა ყუთების ლუქი.

,,ამ გაურკვევლობამ პროცესი შეაფერხა",
-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლაიანი არჩევნების" დამკვირვებელი.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 სპეცუბანია, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ექვსი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის განკუთვნილი უბნები.

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. ხოლო დაწესებული 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს.

ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.



Print