ახალი ამბები
„წესით, პირველ ტურში უნდა მოვიგოთ“ - გრიგოლ ვაშაძე
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" მაჟოროტარობის კანდიდატმა ქუთაისში, გრიგოლ ვაშაძემ, ხმა 81-ე საარჩევნო უბანში მისცა.

ის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ხმა ეროვნულ თანხმობას და განვითარებას მისცა.

'' განწყობები ისეთია, წესით პირველ ტურში უნდა მოვიგოთ'', - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.

ვაშაძის თქმით, ყველა უბანზე გადასატანი ყუთის პრობლემაა, რადგან ''ქართულმა ოცნებამ'' არარსებული სიები შეადგინა.

გრიგოლ ვაშაძე 2017 წელს კენჭს ქუთაისის მერობისთვის იყრიდა. პირველ ტურში მან ამომრჩეველთა ხმების 27.03% პროცენტი მიიღო. "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ მაშინ ხმების 44.66% მიიღო და მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. მეორე ტურში მონაწილეობაზე ვაშაძემ უარი თქვა, თუმცა ბიულეტენებში მისი გვარი მაინც ეწერა. ამის მიუხედავად მან 13,36% მოაგროვა.

2018 წლის ივლისში გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. ,,ძალა ერთობაშიას" სახელით მან პირველ ტურში ხმების 37.73%, ხოლო მეორე ტურში 40.48% მოაგროვა.

ქუთაისის სახელით პარლამენტში მანადტების მიღებას 21 პოლიტიკური პარტია ცდილობს. 

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.


მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.


31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის  ოთხი კანდიდატი.
Print