ახალი ამბები
წყალტუბოში ორ საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდება დაავიწყდათ
FaceBook
წყალტუბოში  #33-ე და 64-ე საარჩევნო უბნებზე ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდება დაავიწყდათ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი და ხმის მიცემა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.

წყალტუბოში 10 საათის მონაცემებით, არჩევნეზე 4362 ამომრჩეველი მივიდა. აღნიშნული მუნიციპალიტეტი 22-ე სამაჟორიტარო ოლქის ნაწილია. სამტრედიის, ვანისა და ხონის ჩათვლით აქ რეგისტრირებულია 144 150 ამომრჩეველი. გახსნილია 183 საარჩევნო უბანი.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის  ოთხი კანდიდატი.
Print