ახალი ამბები
ხონში გამოცხადებული 12 აუქციონიდან 9 ჩავარდა
FaceBook
ელექტრონული აუქციონი მხოლოდ სამჯერ შედგა.

ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიმდინარე წელს ელექტრონული აუქციონი 12-ჯერ გამოაცხადეს. თუმცა, მხოლოდ 3-ჯერ შედგა (აუქციონის განმეორებით გამოცხადების შემდეგ),  დანარჩენი ჩაიშალა.

ელექტრონულ აუქციონით ობიექტების პრივატიზება მოხდა, რომელიც ხონის მთავრობამ იჯარით გასცა.

"სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ ჩაგვივარდა აუქციონი და ისევ განმეორებით მოგვიხდა ჩაგვეტარებინა. შეიძლება იმიტომ, რომ წელს პირველად ჩატარდა ელექტრონული აუქციონი ხონში", - განმარტავს ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარების და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.
მისი თქმით, ელექტრონულ აუქციონზე გატანილი ობიექტების გაიჯარებიდან ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარი შევიდა.

Print