ახალი ამბები
ქუთაისში 10 :00 საათის მონაცემით ხმა 11 154 ამომრჩეველმა დააფიქსირა
FaceBook
ქუთაისში, 10 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 11 154  ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის მოადგილის, გელა თუთბერიძის თქმით, საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7,2 %  გამოცხადდა. 

''კენჭისყრის პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, იყო მცირე დარღვევები ზოგიერთ უბანზე მაგრამ ამას  საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში ხელი არ შეუშლია''-, განმარტა თუთბერიძემ. 

ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის ოთხი კანდიდატი.

Print