ახალი ამბები
ქუთაისის #28 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა
FaceBook
ქუთაისში, N 28 საარჩევნო უბანზე ხმაურია.

დაპირისპირება კომისიის წევრებს შორის გადასატანი ყუთის წაღებას მოჰყვა.ერთმანეთს "ლელოს" და " ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

"ლელოს" წარმომადგენლის თქმით, გადასატან ყუთს, ორი პიროვნება გაჰყვა, მსგავსი პარტიული შეხედულებით.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი განმარტავს, რომ ოფიციალურად ყუთს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლების გაჰყვნენ.

" ბეიჯი სხვადასხვა იყო, ერთი ცესკო და მეორე „ევროპული საქართველო“, შინაგამად რას ფიქრობს ადამიანი და  რა შეხედულებისაა მე არ ვიცი", ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი სალუქვაძე.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.


31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც  მიმდინარეობს. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძვის, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში მერობის  ოთხი  კანდიდატი.
Print