ახალი ამბები
„ჩემი არჩევანია მშვიდობა და სტაბილურობა“ - ქუთაისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“
FaceBook


„გვაქვს მაღალი ლეგიტიმაციისა და  ღირსეული გამარჯვების მოლოდინი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა.

 


მან ხმა ქუთასისის მე-40 საარჩევნო უბანში მისცა.

მერობის კანდიდატის თქმით, მისი არჩევანი მშვიდობა, სტაბილურობა  და ქალაქის უკეთესი მომავალი გახლავთ.

„ჩემი არჩვეანია მშვიდობა, სტაბილურობა, განათლება და განვითარება. ქალაქი, რომელიც იქნება ყველაზე მეტი შესაძლებლობის მიმცემი ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. დარწმუნებული ვარ არჩევნები ჩემი და ჩემი გუნდის გამარჯვებით დასრულდება. ჩვენ შევუდგებით ჩვენი  ქალაქისა და ქვეყნის აღმშენებლობას“.

იმერეთში სამ მუნიციპალიტეტში ირჩევენ მერებს.  მერის არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო რაც სამმა მერმა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.

გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მერის პოსტი 2020 წლის აპრილში,პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა.

იგი ქუთაისი მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი ნიკოლოზ თოფურიძე თანამდებობადან 2020 წლის ივლისში გადადგა. მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად აირჩიეს.


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თანამდებობა 2020 წლის აპრილში დატოვა. იგი თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

ბონდო სოფრომაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერად 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს

Print