ახალი ამბები
ქუთაისში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს ამომრჩევლებისთვის მესამე ბიულეტენის მიცემა დაავიწყდა
FaceBook
დარღვევა მოხდა ქუთაისის #39-ე საარჩევნო უბანზე.
დამკვირვებლების ინფორმაციით, კომისიის წევრებმა მესამე ბიულეტენები არ გასცეს. მათი თქმით, დაახლოებით 15 ამომრჩეველმა მერიის ბიულეტენი ვერ მიიღო. მომხდარზე საჩივარიც დაიწერა.

ფაქტს ადასტურებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აცხადებს, რომ უბანზე არსებული ხმაურის გამო მესამე ბიულეტების გაცემა დაავიწყდათ.

დამკვირვებლების თქმით, კომისიის წევრს დაავიწყდა ამომრჩევლებისთვის მესამე ბიულეტენის მიცემა. 

დღეს ამომრჩევლებს სამი ბიულეტენის მერობის კანდიდატების, მაჟორიტარი დეპუტატების და  პარტიის შემოხაზვა უწევთ. 

ამასთან, უბნებზე სიებით იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც უბანზე მისულ მოქალაქეებს აკონტროლებენ.

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც გაიმართება. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში ოთხი.


Print