ახალი ამბები
ქუთაისის საარჩევნო უბნებზე დისტანციას ვერ იცავენ
FaceBook
დილიდან  ხალხმრავლობაა ქუთაისის #87-ე საარჩევნო უბანზე.
აქ ამომრჩევლები ხმის მისაცემად დილის 8 საათიდან არიან მობილიზებული.

ამომრჩეველთა ხალხმრავლობის გამო სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.


#122-ე საარჩევნო უბანი

ასევე, რიგია #122-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც მოქალაქეები დისტანციის დაცვის გარეშე დგანან. 

ქუთაისში, 156 257 ამომრჩევლისთვის 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან, 7 არის სპეცუბანი, ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია განთავსებული, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობას უზრუნველყოფს. არჩევნებში მონაწილეობის სურვილი კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფმა 873-მა პირმა გამოხატა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას 30 მაჟორიტარი ეყოლება ნაცვლად 73-ისა. 1%-იანი ბარიერი შედარებით მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებს პარლამენტში შესვლის საშუალებას მისცემს.

31 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებიც გაიმართება. ქუთაისში მერობისთვის რვა კანდიდატი იბრძოლებს, ხარაგაულში ხუთი, ხოლო თერჯოლაში ოთხი.


Print
თეგები: #არჩევნები 2020