ახალი ამბები
ქუთაისში ავტომობილი ხეს შეეჯახა - არიან გარდაცვლილები
FaceBook

ქუთაისში, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა,ერთი კი დაშავდა.


ახალგაზრდობის გამზირზე ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევას ორი ადამიანი ესმსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

Print