ახალი ამბები
სამტრედიაში ''ფორმულას'' გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
FaceBook
სამტრედიაში, ''ქართული ოცნების'' შტაბის წინ ''ფორმულას'' გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს.
''ფორმულას" ჟურნალისტის, ეკა ფხაკაძის თქმით, აგრესია შტაბთან შეკრებილების მხრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ოფისთან თავმოყრილ ათეულობით ადამიანს კითხვით მიმართეს - თუ რატომ იყვნენ შეკრებილები ოფისთან.

,,მივედით „ქართული ოცნების“ შტაბთან სამტრედიაში.
ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, შტაბში კი თითო-თითო შედიოდნენ, გაგვიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც კანონდარღვევა ხდებოდა.კითხვები დავუსვით და აგრესია მივიღეთ. ოფისის ხელმძღვანელთან ვცადეთ გასაუბრება და მაშინ დაიწყეს ფიზიკური აგრესია. ",- განაცხადა ,,ფორმულას" ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.

ნაცემია ''ფორმულას'' ოპერატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიის მერიის თანამშრომლებმა ოპერატორს ზურგსა და ფეხზე სცემეს, რათა გადაღება ვერ მოეხერხებინა.

''ფორმულას'' გადამღები ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, მათ პოლიციისთვის არ მიუმართავთ.


Print