ახალი ამბები
ქუთაისში შიმშილის ზღვარზე მყოფი ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, სანიკიძეების ოჯახში ახლა ყველაზე რთული პერიოდია.


სახლი, სადაც მცირეწლოვნები იზრდებიან, მთლიანად დაცლილია ნივთებისგან.

ოქრო, ტექნიკა, ავეჯი, სანიკიძეებმა კარგა ხანია, რაც საკვებში გაცვალეს.

,,ბოლო თეთრეულიც გავყიდეთ. აღარაფრის იმედი გვაქვს".

გია სანიკიძე ორ მცირეწლოვან ტყუპ ბიჭს თავად უვლის, რადგან მისი მეუღლე, თითქმის ერთი წელია, უფროს შვილთან ერთად, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაბარგდა. აქ, ექიმები 18 წლის დათუნას მკურნალობენ. 

,,დათუნა, ხალისიანი და ბედნიერი ბიჭია. ყოფილი რაგბისტი. მისი ცხოვრება შარშან, ზუსტად ერთ დღეში შეიცვალა. უეცრად გონება დაკარგა და როცა სავადმყოფოში გადაიყვანეს აღმოჩნდა, რომ ორივე თირკმელი გათიშული ჰქონდა, ასევე დაუდგინდა გულის მანკი და რენული ანემია", - ყვება ოჯახის ახლობელი - ინა კვირიკაშვილი 

სანიკიძეებს  დათუნას საბოლოო გამოჯანმრთელებისთვის საჭირო ფინანსები უკვე ამოეწურა. მეტიც, ახლა ოჯახი შიმშილის ზღვარზეა.

,,ბავშვების მამა მშენებელ-ინჟინერია. ის თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა შვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობა უკეთესობისკენ შეეცვალა. თუმცა, ოჯახის ერთადერთმა მარჩენალმა სამი თვის წინ მორიგი სამუშაოს შესრულების დროს ფეხი მოიტეხა, ამიტომ, ახლა სანიკიძეებს არანაირი შემოსავალი არ აქვთ. დახმარება კი თხოვეს მუნიციპალიტეტს, მაგრამ მერია ხუთ სულიან ოჯახს ერთჯერადად, მხოლოდ 150 ლარით დაეხმარა". - ამბობს ოჯახის ახლობელი ინა კვირიკაშვილი

სანიკიძეების ოჯახი დახმარებასა და მხარდაჭერას ახლა მოქალაქეებისგან ელის.  

ამ ოჯახის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შემდეგი ან­გა­რი­შის ნომ­ერზე შეუძლიათ:  GE36BG0000000162166411 გია სანიკიძე


Print