ახალი ამბები
ერთკაციანი აქცია ქუთაისში - "არ მაინტერესებს შეერთება-შემოერთება, გაუქმდეს "ნაციონალების" ოფისი"
FaceBook
ამ წუთებში მოქალაქე თინიკო მარდალეიშვილი ქუთაისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის გაუქმებას მოითხოვს.

პარტიის ოფისის წინ ის
აქციას მართავს, სადაც მარტო იმყოფება. თინიკო მარდალეიშვილის თქმით, ის ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლია. 

"მე სპონტანურად მოვედი და არ მაინტერესებს შეერთება -შემოერთება. ამათ არა აქვთ მორალური უფლება გააგრძელონ ფუნქციონირება"- აქციის ერთდერთი მონაწილე, თინიკო მარდალეიშვილი.

მისი თქმით, მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში შიმშილობას აპირებს.


Print