ახალი ამბები
"თერჯოლამედში" კორონავირუსით 70 წლის პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
თერჯოლაში  კლინიკა "თერჯოლამედში" კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა.

70 წლის ქალი  საავადმყოფოში  14 ოქტომბერს ბათუმიდან შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, დავით სარიშვილის განცხადებით, პაციენტი მძიმე მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

"ორი კვირა მკურნალობდა ჩვენთან.  გულსისხლძარღვთა დაავადებები და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა", -  ამბობს დავით სარიშვილი.

მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებას კიდევ 10 პაციენტის მიღება შეუძლია.

,,ამ ეტაპზე ადგილები გვაქვს. კიდევ ათი პაცინტი შეგვიძლია მივიღოთ. სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას განვიცდით, თუმცა კატასტროფული სიტუაცია, ამ მხრივ, ჯერ არ გვაქვს," - განაცხადა დავით სარიშვილმა.

"თერჯოლამედში" კორონავირუსის დიაგნოზით 74 პაციენტი მკურნალობს. აქედან,  21 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, სამი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
Print