ახალი ამბები
''სადმე არ შემხვდე'' - სამტრედიის სოფლის რწმუნებულის შეურაცხმყოფელი პოსტი ნანუკა ჟორჟოლიანზე
FaceBook
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მელაურის რწმუნებული სოფიკო კიკაჩეიშვილი, სამტრედია, ხონი, ვანისა და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ შეურაცმყოფელ პოსტს აქვეყნებს.

სოფელ მელაურის რწნმუნებული, სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს და ურჩევს, რომ სადმე არ შეხვდეს.



''ქუთაისიპოსტი'' მელაურის რწმუნებულს დაუკავშირდა.


''არაფერი საქმე არ მაქვს თქვენთან ჟურანალისტებთან", - გვითხრა  სატელეფონო საუბარში სოფიკო კიკაჩეიშვილმა.

სოფლის გამგებელისთვის, შეურაცხმყოფელი პოსტების დაწერა პირველი შემთხვევა არაა.

გასულ წელს სოფიკო კიკაჩეიშვილმა , თბილისში  რუსთაველის გამზირზე, აქციაზე შეკრებილების მიმართ ფეისბუქში შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

სოფიკო კიკაჩეიშვილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი საკრებულოს ოპოზიციამ 2 ივლისის საკრებულოს სხდომაზე დააყენა.დეპუტატებმა სოფიკო კიკაჩეიშვილის გადაყენების მოთხოვნით სამტრედიის მერს, ვალერი ფოცხვერიას წერილითაც მიმართეს.

სამტრედიის მერიას, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ სოფიკო კიკაჩეიშვილი.

ამავე თემაზე:

“ორშაბათის თათბირზე, სავარაუდოდ, განვიხილავთ“ - სამტრედიის მერია სოფიკო კიკაჩეიშვილის პოსტიდან გათავისუფლებაზე
"ყველა ერთუჯრედიანი და უპატრონო დგას რუსთაველზე" - სამტრედიის სოფლის რწმუნებული (აუდიო)
"სამსახურეობრივად, ყველაფერს ისე ასრულებს როგორც საჭიროა" – სამტრედიის მერი სოფლის რწმუნებულზე

 

Print