ახალი ამბები
თოჯინების თეატრმა ახალი სეზონი ღია სივრცეში გახსნა
FaceBook

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ თეატრმა პირველი წარმოდგენა თოჯინების თეატრის ეზოში გამართა.


თეატრმა ახალი 74-ე სეზონი გახსნა. ნაჩვენები იყო სპექტაკლი "ნაბო" (რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე).

კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე დარბაზმა თეატრის ეზოში გადმოინაცვლა. სადაც განთავსდა თეჯირი და დაიდგა სკამები.

ეზოში მოსახვედრად მაყურებელს თერმოსკრინინგისა და დეზობარიერის გავლა უწევს. თოჯინების თეატრში სპეტაკლები შაბათ - კვირას გაიმართება.

"თუმცა, დამოკიდებული ვართ საერთო ეპიდმდგომარეობაზე ქვეყანაში და ამინდზე. ვმუშაობთ პრემიერებზე და თეატრი არ აპირებს გაჩერებას", - აღნიშნა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლევან გაბრიჭიძემ.


პანდემიის გამო თოჯინების თეატრმა მუშაობა 2 მარტს შეაჩერა.

 

Print