ახალი ამბები
ქუთაისის ,,ტორპედოს" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ  ,,ტორპედოში" კორონავირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ,,ქუთაისიპოსტს" კლუბის პრესსამსახურში განუცხადეს, აქედან ორი ფეხბურთელია, სამი კი, კლუბის  სხვა თანამშრომელი. ყველა მათგანს ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა
.

"ინფიცირებულებიდან რამდენიმე კოვიდსასტუმროში, რამდენიმე კი თვითიზოლაციაშია. კლუბს საწვრთნელი ვარჯიშები არ შეუჩერებია. ყოველ სამ დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება", - აცხადებენ ,,ტორპედოში".

ქუთაისის საფეხბურთო კლუბს 28 ოქტომბერს თბილსის ,,დინამოსთან" მატჩი უნდა გაემართა. ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით,  ,,ტორპედოსა" და ,,დინამოს" დაპირისპირება 26 ნოემბერს შედგება.

ასევე,  გადაიდო ,,ტორპედოსა"და ბათუმის ,,დინამოს" შეხვედრაც. ის 3 ნოემბრის ნაცვლად 8 ნოემბერს გაიმართება.


ავტორი: ანა ჯიქია
Print