ახალი ამბები
სამედიცინო მიმართულების სტუდენტები კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან
FaceBook

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელებს კორონავირუსთან საბრძოლველად გადაამზადებენ. განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, სტუდენტები საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან.


უფროსკურსელების ბაზა, რომლებიც პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, ერთ კვირაში შეიქმნება.

''გაივლიან სწრაფ კურსს, რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში.''

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში, ამ დროისთვის ვირუსის 30303 დადასტურებული შემთხვევაა.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 პირი გადის.

კოვიდსასტუმროში იმყოფება 2268 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.

 

Print