ახალი ამბები
იმერეთი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილზეა
FaceBook
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ მონაცემებით, რეგიონი,  ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მასშტაბით  მეორე ადგილზეა.

უცნობია, რომელ მუნიციპალიტეტში რამდენი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მთავრობის ადმინისტრაციაში მონაცემები ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით არ ცხადდება.

იმერეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში, ვირუსის 30303 შემთხვევაა დადასტურებული.

დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 პირი გადის.

კოვიდსასტუმროებში იმყოფება  2268 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 215-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Print