პოლიტიკა
ქუთაისში, კარანტინში მყოფი პირებისთვის, 6 საარჩევნო უბანია შექმნილი
FaceBook
კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები არჩევნებში ხმას გადასატანი ყუთის საშუალებით მისცემენ.

ცესკო-ს ინფორმაციით, მათ შეუძლიათ მოითხოვონ გადასატანი ყუთები. ამისათვის ვადა მათ დღეს, 26 ოქტომბერს, 22:00 საათამდე აქვთ. 

"საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება",  -  წერია ცესკო-ს განცხადებაში. 

მათი განცხადებით, ამ დრომდე გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.

ცესკოს ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილია 127 საარჩევნო უბანი. აქედან 6 უბანია ქუთაისში.

ქვეყნის მასშტაბით 25 ოქტომბრის მდგომარეობით 149 გადასატანი საარჩევნო ყუთის საჭიროებაა გამოვლენილი.

ცესკოს მონაცემებით ქუთაისში სულ 130 საარჩევნო უბანია გახსნილი. აქედან 11 მარტივად ადაპტირებულია, პანდუსიანი - 35. რეგისტტირებულია 155 ათას 236 ამომრჩეველი. ქალაქში მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მერსაც ირჩევენ. 

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შერეული საარჩევნო სისტემით, პლოკებითა და ერთპროცენტიანი ბარიერით გაიმართება.
Print
თეგები: #არჩევნები2020