ახალი ამბები
"ქალაქს ჟანგბადს ართმევენ" - გოგი წულაიას პერფორმანსი საღორიის ტყეში
FaceBook
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ, საღორიის ტყეში პერფორმანსი გამართა.

წულაიამ, პარტიის წევრებთან ერთად, ტყეში დააავადებული ხეების არსებობა გააპროტესტა და ხელისუფლებას მათი რეგულარული სანიტარული ჭრისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ხეები დაავადებულია და ჯანმრთელ ხეებსაც აავადებს, ისინი საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს.

წულაიამ სიმბოლურად დაავადებული ხე სახერხით დაჭრა, მორები კი გზაზე დატოვა.

''ქალაქს ართმევენ ჟანგბადს. კეთილი ინებეთ, მობრძანდით და დაჭერით ეს ხეები, რომლებმაც გარდა იმისა, რომ დაავადებულია და სხვასაც უქმნის საფრთხეს, შეიძლება ადამიანების სიცოცხლეც შეიწიროს"', - განაცხადა წულაიამ.

მისი თქმით, გულგრილი დამოკიდებულებით საღორიის ტყე ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სასიკვდილოდ გასწირა.

პერფორმანსის შემდეგ,  ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ,  თუმცა,  პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი არ დაუჯარიმებიათ.
Print