ახალი ამბები
ქუთაისში პირბადის ტარების წესის მკაცრი კონტროლი დაიწყო 
FaceBook
ქუთაისში პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდა.




ამ მიზნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს გაჩერებებზე და ტრანსპორტში ამოწმებენ. ისინი მათ პირბადის ტარების საჭიროებასა და მის სწორად გამოყენებაზე მიუთითებენ.



დღეს, 23 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს  გადაწყვეტილებით ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდა.



ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის არასწორად ტარების გამო, ორი მგზავრი უკვე დააჯარიმეს.

კორონავირუსის გამო, პირბადის ტარება ასევე სავალდებულოა ლიფტებში, სავაჭრო ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო უმაღლეს დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პირბადის არტარება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20, ხოლო იურიდიულის 500 ლარით.
ბოლო სამ თვეში (2020 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს ბიუჯეტი 102 ათასი ლარით მხოლოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმით შეივსო.


ავტორი : ანა ჯიქია
Print