ახალი ამბები
თბილისში, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული მამაკაცი წყალტუბოს მკვიდრია
FaceBook
თბილისში მოკლული მამაკაცი წყალტუბოს მკვიდრია.

საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილული ვალერიანე ნემსიწვერიძე, წარსულში ერთ-ერთი გახმაურებული დანაშაულის ფიგურანტია.

იგი 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის დეპუტატ, კახა გიუშვილზე შეიარაღებული თავდასხმის საქმეში იყო ბრალდებული.

მასთან ერთად, საქმეში ფიგურირებდა ვინმე დავით მინდაძე, რომელსაც თბილისის საოლქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის მცდელობისა და იარაღის უკანონო ფლობის გამო,  21 წლით პატიმრობა მიუსჯა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძეს, რომელსაც ბრალად ედებოდა მკვლელობის დაგეგმვა და მინდაძის დაქირავება, ასევე, ბანკის აქტივების მითვისება, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით, ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print