ახალი ამბები
"ვითხოვთ, ავარიული ფართიდან სასწრაფოდ გაყვანას" - დევნილების პროტესტი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ბინების გადანაწილების პროცესს დევნილები აპროტესტებენ.
დევნილთა სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსთან შეკრებილი მოქალაქეები სამინისტროს ბინების უკანონოდ გადანაწილებაში ადანაშაულებენ.

"თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძველ სასტუმროში ვცხოვრობ.ვითხოვთ, ავარიული ფართიდან სასწარფოდ გაყვანას. გაიცა ბინები, მაგრამ სიაში არც ამჯერად მოვხვდი. კორუფციაა ყველგან, ქრთამის სანაცვლოდ არიგებენ ბინებს. ვინც მისცემთ თანხას, ბინას ის აიღებს. მექრთამეები არიან. მოვითხოვ, მოგვაქციონ ყურადღება და მოხდეს იმ ადამიანების დაკმაყოფილება ბინებით, რომლებსაც მართლა ეკუთვნით", - ამბობს დევნილი დავით ბენიძე.

ისინი ამბობენ, რომ წლებია, ავარიულ შენობებში ცხოვრობენ, ბინას ელოდებიან, თუმცა მათი ბინით დაკმაყოფილება, ვერც ამჯერად მოხდა. ისინი სამმართველოს კორუფციაში სდებენ ბრალს და აცხადებენ, რომ ბინები გარკვეული ქრთამის სანაცვლოდ გაიცემა. დევნილები სამინისტროსგან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის კომისია მუშაობს და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.


Print