ახალი ამბები
შსს განცხადება - ზუგდიდში საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა
FaceBook
შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს.

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს.

ამ ეტაპზე ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები",  - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 


21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა. მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. 

თავდამსხმელის მოთხოვნა  იყო ნახევარი მილიონი დოლარის მიღება და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება. 

გვიან  ღამით მოთხოვნების შესრულების შემდეგ  სამ მძველათან ერთად ტერიტორია დატოვა და გალის  მიმართულებით წავიდა, მოგვიანებით კი მძევლები გაუშვა და თვითონ გაიქცა.  


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოედექსის სამი მუხლით, ყაჩაღობა, ადამიანი გატაცება და იარაღია უკანონო შეძენა/შენახვა. 


Print