ახალი ამბები
ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა და მიიმალა
FaceBook
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, ''საქართველოს ბანკში'' მომხდარი ძარცვის შემდენ, დამნაშავემ სამი მძევალი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ კიცხის ტყეში გვიან ღამით გაანთავისუფლა.

არაოფიციალური ინფორმაციით, მძარცველმა ორ თანამზრახველთან ერთად სვანეთის ტყეს შეაფარა თავი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ.

''საქართველოს ბანკში'' ძარცვა დღის დღის ორ საათზე დაიწყო, მძარცველმა შენობა ყუმბარით ხელში, ნახევარი მილიონი დოლარით,  დაახლოებით ღამის 12 საათზე დატოვა სამ მძევალთან ერთად. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.  არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს თანხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძარცველის სამძებრო/სამუშაო პროცესი მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალს შეიარაღებული პირი დაესხა. მძევლად აიყვანა 43 ადამიანი.

თავდამსხმელის მოთხოვნა  იყო ნახევარი მილიონი დოლარის მიღება და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვება.

გვიან  ღამით მოთხოვნების შესრულების შემდეგ  სამ მძველათან ერთად ტერიტორია დატოვა და გალის  მიმართულებით წავიდა, მოგვიანებით კი მძევლები გაუშვა და თვითონ გაიქცა.


ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოედექსის სამი მუხლით, ყაჩაღობა, ადამიანი გატაცება და იარაღია უკანონო შეძენა/შენახვა.








Print