ახალი ამბები
"დღეს აქ იბადება ახალი საქართველო '' - პრეზიდენტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის.

- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნაზე განაცხადა.

"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორიც იყო თავის დროზე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა. მაშინ დაიბადა დამოუკიდებელი საქართველო.

დღეს და აქ იბადება ახალი საქართველო. ქუთაისი ეს არის არა მხოლოდ კოლხეთის დედაქალაქი და საქართველოს ჭეშმარიტი ინტელექტუალური ცენტრი. ქუთაისი, ეს არ არის მხოლოდ გელათის აკადემია, მაგრამ ეს არის გელათის აკადემია, ქუთაისმა ქართველი ერის განათლებას ყველა ეპოქაში წარმატებით გაართვა თავი. დღეს ქუთაისს ელის და ევალება ახალი მისია.


დღეს აქ იბადება მშვიდობიანი, განათლებული და კულტურული საქართველო და კავკასია, რომელსაც უნარი შესწვეს თავისი გლობალური დამკვიდრების. ვულოცავ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს შენაძენს დაე ეს უნივერსიტეტი ყოფილიყოს ახალი გელათი ქართული კულტურისა და მეცნიერებისათვის. მადლობა ივანიშვილების ოჯახს გაწეული დახმარებითვის და "ფონდ ქართუს" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო. ერთი წლის დაგვიანებით მიიღი პირველი ნაკადი და ისიც მხოლოდ 246 სტუდენტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შენდება.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა.

Print