ახალი ამბები
"ვფიცავ, რომ ვიქნები აქტიური სტუდენტი'' - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების ფიცი
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე ფიცი დადეს.


''ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა არის როგორც პრივილეგია ასევე დიდი პასუხიმგებლობა, ვაცნობიერებ რომ დღეიდან ჩემი ქცევა აისახება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეპუტაციაზე და ვფიცავ ვიყო უნივერსიტეტის საუკეთესო და ღირსეული ელჩი. ვფიცავ, რომ დავიცავ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა ქსევის აკადემიური პატიოსნების და სასწავლო პროგრამებით დადგენილ წესებს.


ვფიცავ, რომ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში დავიცავ აკადემიურ სტანდარტებსა და ტრადიციებს. ვფიცავ, რომ ჩემი სწავლითა და ქცევით გავუფრთხილდები უნივერსიტეტის სახელს. ვფიცავ, რომ ვიქნები აქტიური სტუდენტი და სწავლი პერიოდს გამოვიყენებ იმისათვის, რომ ჩამოვყალიბდე პროფესიონალად, რათა ხელი შევუწყო ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს განვითარებას, ვიდგე საზოგადოების სამსახურში.


ვფიცავ, რომ როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, პატივს ვცემ და დავიცავ სხვა ადმიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ღირსებას და უფლებებს. ვფიცავ, რომ ვიყო ჩვენი ქვეყნის აქტირი მოქლაქე და ქუთაისის საერთაშორიოს უნივერსიტეტში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩვენი სამშობლოს და მსოფლიოს განვითარებას და წინსვლას.'' 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო. ერთი წლის დაგვიანებით მიიღი პირველი ნაკადი და ისიც მხოლოდ 246 სტუდენტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ფონდი "ქართუს" დაფინანსებით შენდება.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა.



Print