ახალი ამბები
TI: ქუთაისის ბაგა–ბაღებში რეორგანიზაციის შემდეგ უვადო ხელშეკრულებები 1 წლიანი ხელშეკრულებებით შეცვალეს
FaceBook
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ქუთაისის ბაგა–ბაღებში მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებული რეორგანიზაციის შესახებ კვლევის შედეგებს აქვყნებს.

ორგანიზაციის კვლევით დადგინდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ბაღებში წარმოქმნილი ვაკანტური ადგილები რეორგანიზაციის ფარგლებშივე შეივსო და შტატების შემცირებას ადგილი არ ჰოქნია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ქუთაისის წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ცვლილებით, რომელიც ფილიალის გამგეებს შეეხოო და მათ ნაცვლად ახალი საშტატო ერთეული, ააიპ ბაგა–ბაღების ფილიალის გაერთიანების წარმომადგენლის შტატი ჩამოყალიბდა, სისტემის ფუნდამენტური სრულყოფა არ მომხდარა.

"ეს ორი თანამდებობა, გაუქმებული და ახალი, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული, შინაარსით და ფუნქციითაც ერთი და იგივეა," – აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ზურაბ ზამბახიძე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ფილიალის დირექტორებს, რომლებმაც ტესტირება წარმატებით გაიარეს, რეორგანიზაციამდე უვადო ხელშეკრულებები ჰქონდათ, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ თვითმმართველობამ მათთან ვადიანი, კერძოდ, 1 წლიანი ხელშეკრულებები გააფორმა, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციაში შრომითი პირობების გაუარესებად აფასებენ.

Print