ახალი ამბები
საპატრიარქო -მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ
FaceBook
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით,
მოძღვრები გააფრთხილეს, რომ მრევლს ყურადღება მიაქციონ, რათა ხალხმა დისტანცია დაიცვას და ნიღაბი გაიკეთოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქვით, ეკლესიებში წირვის ჩატარებასთან მიმართებაში დამატებით რეგულაციებზე ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის და მოვლენები სიტუაციის შესაბამისად განვითარდება.


"მოძღვრები გავაფრთხილეთ, რომ მრევლს მიაქციონ ყურადღება, დაიცვან დისტანცია და ნიღბები ეკეთოთ. ჯერჯერობით სხვას ვერაფერს გეტყვით, სიტუაციის მიხედვით, მერე შევხედოთ რა იქნება", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოში  კოვიდინფექციის ახლი შემთხვევები  ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. 

19 ოქტომბერს კოვიდინფექციის
1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 8338 ადამიანი, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print