ახალი ამბები
,,ამჟამად საწოლფონდის პრობლემა არ გვაქვს" - ზვიად შალამბერიძე
FaceBook
იმერეთში კოვიდკლინიკებისა და კოვიდსასტუმროების რაოდენობა იზრდება.

ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განმარტა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ამ დროის მონაცემებით  კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ კლინიკებში  თავისუფალი  საწოლების რაოდენობა არის. 

"დღეიდან დაგვემატება კიდევ ერთი კოვიდსასტუმრო, რომელიც არის 35 ნომრიანი, ასევე გვემატება კლინიკები არა მხოლოდ ქუთაისში, სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ამჟამად საწოლფონდის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა შევხედოთ ხვალ და ზეგ რა მდგომარეობა გვექნება,"- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 60-მდე მოქალაქე ქუთაისშია ინფიცირებული. ბოლო 24  საათის განმავლობაში ვირუსით იმერეთში არავინ გარდაცვლილა.



ავტორი: ანა ჯიქია
Print