ახალი ამბები
"ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო" - აქცია ქუთაისში
FaceBook
"მძღოლო, გზა დაუთმე ქვეითებს", "ქვეითო ისარგებლე ქვეითთა გადასასვლელით," "ერთად გავხადოთ გზები უსაფრთხო,"-  ამ სლოგანებით ქუთაისში დღეს გამართულ აქციაზე 6 თებერვალს მომხდარ ავარიას გამოეხმაურნენ.
აქცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ორგანიზებით გაიმართა. აქციის წევრების თქმით, იმისთვის რომ ადამიანების სიცოხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს, აუცილებელია საგზაო მოძრაობის წესებს დაემორჩილოს როგორც მძღოლები, ასევე ქვეითები.
"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელის, ეკა ლალიაშვილის თქმით, აქციის მიზანია, ქუჩაში მოძრაობა გახდეს უსაფრთხო და კიდევ ერთხელ შეახსენოს ხელისუფლებას, რომ უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწობა ქვეითებისთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.
"თუ ყველა დაიცავს საგზაო მოძრაობის წესებს, ადამიანების უსაფრთხოებაც დაცული იქნება,"- ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა ქვეითებსა და მძღოლებს სლოგანებიანი სტიკერები დაურიგეს.
მოწოდებით - "ერთად გავხადოთ გხები უსაფრთხო" აქციები ქუთაისთან ერთად, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში: თბილისში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მიმდინარეობს.
აქციაში მონაწილეობენ პარტნიორი ორგანიზაციები: "საქართველოს წითელი ჯვარი", "იარე ფეხით", "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის", სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფი", საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი", ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, ასოციაცია "ათინათი", თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი.
ანა ჯანაშია

Print