ახალი ამბები
ქუთაისში სუპერმარკეტი გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე სუპერმარკეტ "მაგნიტის" ფილიალი გატეხეს.

ქურდებმა შენობაში ფანჯრიდან შეაღწიეს, ჩამტვრეულია მინა და მოტეხილია რკინის კონსტრუქცია. მარკეტის თანამშრომლების თქმით, ჯერჯერობით, უცნობია, რა არის წაღებული.

შემთხვევა 16 ოქტომბერს, გვაინ ღამით  მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები. გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

Print
თეგები: #ქურდობა