ახალი ამბები
წყალტუბოში ხანძრის შედეგად ქალი მძიმედ დაშავდა
FaceBook
წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ხანძარი გაზქურის აფეთქებამ გამოიწვია.

შემთხვევის შედეგად სამზარეულოში მყოფი ქალი მძიმედ დაშავდა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძრი ლიკვიდირებულია. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.


Print