ახალი ამბები
გია თევდორაძე - ქართველ ხალხს მოვაშოროთ ქვეყნის დიდი იმედგაცრუება, ივანიშვილი
FaceBook

"ნაციონალური მოძრაობა" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ქვეყნის მასშტაბით პარტიის ოფისებში 8 საათის ნაცვალად 10-12 საათი იმუშავებენ. ამის შესახებ განმარტება საპარალმენტო უმცირესობის წევრმა და "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გია თევდორაძემ გააკეთა. 

"ჩვენ საგანგებო რეჟიმში გადავდივართ, რათა ქართველ ხალხს მოვაშოროთ ქვეყნის დიდი იმედგაცრუება - ბიძინა ივანიშვილი. ამის გარდა, მინდა ვთქვა, ქვეყანაში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ არის შერჩევითი სამართალი, რადგან ბატონი ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის დაზიანების გამო მხოლოდ 50 ლარით დააჯარიმეს გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირი, ხოლო პიჯაკის გამო სამი ადამიანი დააპატიმრეს", - განაცხადა თევდორაძემ.

მისი შეფასებით, გუშინ მათ ოფისში შეჭრის მცდელობა მთავრობას ჩაუვარდა, რადგან თევდორაძის შეფასებით, აღნიშნული აქცია "ნაციონალების" შეშინებას ემსახურებოდა. თუმცა, "ნაციონალების" შეფასებით, ეს არ გამოუვიდათ.
Print