ახალი ამბები
დღეს მოწამეთობა აღინიშნება
FaceBook
მართლმადიდებელი მრევლი დღეს ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს  აღნიშნავს.
ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.

გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტომბერს აღინიშნება.
Print