ახალი ამბები
დღეს, ქუთაისში კორონავირუსი 29 პაციენტმა დაამარცხა
FaceBook
ბოლო 24 საათში ქუთაისის კოვიდკლინიკებში კორონავირუსისგან 29 პაცინეტი განიკურნა.
ინფექციურ სავადმყოფოში ვირუსი ცხრა პაციენტმა დაამარცხა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს. 

" 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმრთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი", - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 148 პაციენტმა დაამარცხა.

"კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კი ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა.

გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები. კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით მკურნალობას 74 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 10 ბავშვი და 9 ორსულია. კოვიდცენტრში ჯამში ახალი კორონავირუსული ინფექცია 120-მა პაციენტმა დაამარცხა.

ერთი პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლაში. ,,თერჯოლამედის" დირექტორის, დავით სარიშვილის ინფორმაციით, 60 წლის პაციენტი თანხმლები დაავადებებით კლინიკაში 7 ოქტომბერს ბათუმიდან გადაიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია, გულსისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებოდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მისივე თქმით, ,,თერჯოლამედში" კრონავირუით ინფიცირებულ პაციენტების მიღება მიმდინარეობს. კლინიკა დღეიდან კოვიდცენტრად გადაკეთდება.









Print