ახალი ამბები
იმერეთში არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პოლიციამ  ერთი პირი დააკავა.

დაკავებულია 1948 წელს დაბადებული რ.ყ. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, ხონის მუნიციპალიტეტში, 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმდება წყალტუბოში - მოზარდს ექსპერტიზა უტარდება
Print