ახალი ამბები
"ვითხოვთ სათანადო ანაზღაურებას, მაგრამ დაგვცინიან" - გაფიცვა ავტომაგისტრალზე
FaceBook
ცენტრალური ავტომაგისტრალის ხუნევის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებულები მეორე დღეა სამუშაო პროცესზე უარს აცხადებენ.

მათ ობიექტთან დღეს აქცია გამართეს და მიზერული ხელფასები და არაადამიანური პირობები გააპროტესტეს. მათი თქმით, დღეში საშუალო ანაზღაურება 30 ლარია და კომპანია ამ თანხასაც სრულად არ აზღანაურებს, კომპანია ხელფასს აკლებთ და ვერც ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იღებენ, პროტესტის გამოხატვის გამო კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

"დაბალი ანაზღაურებაა და იმასაც გვაკლებენ, დღეში 30 ლარი არ გამოდის. არც ზეგანაკვეთური ანაზღაურებაა და არც დასვენების დღეები. ამას არასათანადო სამუშაო პირობები ემატება. ვითხოვთ სათანადო ანაზღაურებას, მაგრამ დაგვცინიან, გვეჩხუბებიან და პროტესტის გამო გაშვებით გვემუქრებიან. მივმართავთ ხელისუფლებას დაინტერესდეს ჩვენი პრობლემით, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება", - აცხადებენ ობიექტის თანამშრონლები.

დასაქმებულები ხელისუფლებას მათი პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებით იმუქრებიან.

თანამშრომლების მოთხოვნებს რეალურს უწოდებენ ჩინურ კომპანია "ჰუნანში" და აცხადებენ, რომ მოთხოვნებს განიხილავენ და სავარაუდოდ, ერთ კვირაში გადაწყდება. დასაქმებულებს კომპანიის დაპირების არ სჯერათ.
Print