ახალი ამბები
478 ინფიცირებული, 211 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 12 272-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი. გამოჯანმთელებულთა საერთო რაოდენობამ 6538 შეადგინა.

კარანტინის რეჟიმშია 5590 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. კოვიდ სასტუმროში იმყოფება 1393 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდაიცვალა 91 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




Print