ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი გადაიდო
FaceBook
ქუთაისში არსებული 37-ივე  საბავშვო ბაღში სწავლის განახლება ერთი კვირით გადაიდო.
დადასტურებული ინფორმაციით, ვირუსი ერთ-ერთი ბაღის გამგეს და ბაღების რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. 

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის დავით წიტაიშვილის თქმით, ბაღების ინფიცირებული თანამშრომლების ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება. 

ამასთანავე, ბაღების ნაწილში სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა, რის გამოც 11 ბაღში სწავლის დაწყება ასევე ვერ ხერხდება.

"კორონავირუსის დაფიქსირებისა და 11 ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სწავლის დაწყება ერთი კვირით გადაიდო. ერთ კვირაში დავაკვირდებით როგორი ვითარება იქნება, თუმცა იმის გარანტია, რომ სწავლა დაიწყება, არ არსებობს", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სწავლა 12 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო.


Print
თეგები: #ბაღი