ახალი ამბები
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში გასული დღე-ღამის ღამის განმავლობაში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ენდელაძის თქმით, ამ მომენტში ვირუსზე 5152 ადამიანი მკურნალობს.

საქართველოში ბოლო 24 საათის  განმავლობაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11 271-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6119-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.



Print