ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 519 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსით  ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 11271 შეადგინა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი.  მათი საერთო რაოდენობა 6119-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანია.

"კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print